"ლელოს" წევრის განცხადებით, ბათუმში, ე.წ.ხოფას ბაზრობაზე, ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ

ბათუმში, ე.წ ხოფას ბაზრობაზე ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრი მიშა ქავთარაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, შემთხვევის დროს ოპოზიციის წევრებმა დაზიანებები მიიღეს.

მისი თქმით, ხოფას ბაზრობაზე ხვალ დაგეგმილი აქციის შესახებ ფლაიერებს არიგებდნენ, როდესაც უცნობმა პირებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკირი შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ფალიერებს ვარიგებდით და ხვალინდელი აქციის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას ვაწვდიდით, ამ დროს ერთი პირი მოგვიახლოვდა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა და 10-მდე პირი ფიზიკურად გაგვისწორდა. დაზიანებები სახის არეში მოგვაყენეს, თუმცა სამედიცინო ჩარევა არ დაგვჭირვებია", - განაცხადა მიშა ქავთარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში ე.წ ხოფის ბაზრობაზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა