ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 125 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან 41-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, 15 სექტემბრის შემდეგ, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნიდან დღემდე, სულ 1 221 ადამიანი დაინფიცირდა. პანდემიას რეგიონში 14 პაციენტი ემსხვერპლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა