ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე, სადაც ოპოზიციის წევრებსა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა,  სამართალდამცავები არიან მობილიზებული

ბათუმში ე.წ. ხოფას ბაზრობაზე, სადაც ოპოზიციის წევრებსა და მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა, სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ინციდენტში მონაწილე პირები კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გამოკითხვაზე გადაჰყავთ.

მომხდარი ინცინდენტის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

თავის მხრივ, ხოფის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ ისინი მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან.

"დღეს, 7 ნოემბერს მოვიდნენ, ალბათ ყველას გახსოვთ, რაც მოხდა 7 ნოემბერს, გაჰყვირიან მიშა, მიშას. სწორედ ამაზე გავღიზიანდით", - აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე, რომელიც ე.წ.ხოფას ბაზრობაზე მუშაობს.

პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წევრის მიშა ქავთარაძის განცხადებით, ბათუმში, ე.წ ხოფას ბაზრობაზე ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც მიშა ქავთარაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, შემთხვევის დროს ოპოზიციის წევრებმა დაზიანებები მიიღეს. მისი თქმით, ხოფას ბაზრობაზე ხვალ დაგეგმილი აქციის შესახებ ფლაერებს არიგებდნენ, როდესაც უცნობმა პირებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკირი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს