ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოპარკი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მალე 25 ახალი ავტობუსი ეყოლება.

„ვაშენებთ ახალ, თანამედროვე სტანდარტის შესაბამის ავტოპარკს, რომლის მსგავსი მუნიციპალიტეტში არასდროს გვქონია. ზუგდიდს უკვე ჰყავს 15 ახალი ავტობუსი და მალე 25 ახალი ავტობუსი დაგვემატება, რომლითაც სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ქალაქში, ისე სოფლებში. პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა",-აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ახალი ავტობუსები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის და აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით. ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდა ელექტრონული ტაბლოები. ავტოპარკის მოწყობის სამუშაოებისთვის საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 194 495 ლარია გამოყოფილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო