თელავში ერეკლე მეფის 300 წლის იუბილე აღნიშნეს

თელავში ერეკლე მეფის 300 წლის იუბილე აღნიშნეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მეფის კარის ეკლესიაში პანაშვიდი ჩატარდა, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

,,წლევანდელი წელი ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, ვინაიდან ერეკლე ll-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა.ერეკლე მეფეს საქართველოს ისტორიაში დიდი ადგილი უჭირავს, მისი თავდადებისა და გმირობის შესახებ კი ყველა თაობამ იცის. განსაკუთრებით დიდი პატივისცემით იხსენიებს მეფეს ყველა თელაველი და ვამაყობთ, რომ ერეკლეს სამეფო რეზიდენცია სწორედ ჩვენს ქალაქს ამშვენებს. თელაველებს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ერეკლე მეფის 300 წლის იუბილეს. ვისურვებდი, რომ თითოეული ჩვენგანი იმ შემართებით ზრუნავდეს სამშობლოზე, როგორც ამას ჩვენი ღირსეული მეფე აკეთებდა”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღესვე, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობების ეთერ ბაბილაშვილისა და კარლო ქართველიშვილის სასცენო მოღვაწეობის 70 წლის აღსანიშნავად, თეატრის წინ მათი ვარსკვლავები გაიხსნა.

თელავის თეატრის გარე სივრცეში გამართულ საღამოზე ეთერ ბიბილაშვილმა და კარლო ქართველიშვილმა ცნობილი სპექტაკლებიდან ეპიზოდური როლები შეასრულეს. მსახიობებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ მსახიობ ეთერ ბაბილაშვილს მედეა ჩახავას, კარლო ქართველიშვილს კარლო საკანდელიძის სახელობის პრემია მიანიჭა, ხოლო თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს პაატა გულიაშვილს ,,თეატრის ქომაგის,, ჯილდო გადაეცა.

ასევე, გაიმართა საიუბილეო ბუკლეტის ,,თელავის თეატრი 260“ პრეზენტაცია, რომელიც მოიცავს თელავის თეატრის თანამედროვეობასა და საზოგადო მოღვაწეების, პოლიტიკოსების და თეატრალური სამყაროს წარმომადგენელთა მილოცვებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა