თამარ გაბუნიას განცხადებით, ხალხმრავალი შეკრებები ეპიდემიის გავრცელებას უწყობს ხელს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში პანდემიასთან ბრძოლაში პრევენციული ღონისძიებები შესუსტებულია. მისი განმარტებით, ხალხმრავალი აქციების ფონზე დიდი რისკია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესდეს.

"ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ თავი გაართვას ამ სერიოზულ გამოწვევას, იმიტომ, რომ შემთხვების მატება იწვევას დიდ ზეწოლას როგორც ჰოსპიტალურ, ასევე ამბოლატორიულ ქსელზე. არ უნდა დაგვავიწყდეს პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც ძალიან შესუსტებულია ბოლო პერიოდში, მითუმეტეს, ხალხმრავალი აქციების ფონზე და ეს არის დიდი რისკი, პირდაპირ ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას ამგვარი შეკრებები. ასე, რომ პირბადე ერთადერთი საშუალებაა, რომელიც გაგვაჩნია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ამდენად ყურადღებით უნდა ვიყოთ, ფონი არის დაძაბული და პროგნოზურად შემთხვევების მატება ამგვარ პერობებში, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია",- განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო