თამარ გაბუნია - ყველაზე მეტად, რაც ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას, ეს არის ღამის პერიოდში რესტორნებსა და კაფეებში თავშეყრა

შეზღუდვებს წერტილოვანი ხასიათი აქვს, რომელიც შემოვიტანეთ მიმდინარე სიტუაციაში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბათუმში განაცხადა. მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვა დამხმარე ზომა იქნება, რომელიც ეპიდემიის გავრცელებას 10-15 პროცენტით შეამცირებს.

“ყველაზე მეტად, რაც ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას ეს არის ღამის პერიოდში რესტორნებსა და კაფეებში თავშეყრა, ასეთი ტიპის ოჯახური თავშეყრები, სადაც ბევრი ადამიანია და არ ხდება წესების დაცვა. ეს იქნება დამხმარე ზომა, რომელსაც ექნება თავისი წილი ეპიდემიის კონტროლში და თუნდაც 10 -15 პროცენტი ეფექტი იქნება გარკვეულწილად შეღავათი ეპიდემიის გავრცელების კუთხით. ამდენად, უნდა ვცადოთ ყველა ის ზომა, რომელიც დღევანდელ პირობებში მოგვცემს გარკვეულწილად ეპიდემიის შეფერხების საშუალებას და ასევე მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალურად დაზარალდეს სოციალური აქტივობა და რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ეკონომიკური საქმიანობა, იმიტომ რომ ეკონომიკური ზეგავლენა და დარტყმა იყოს მინიმალური",- აღნიშნა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა