აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური მიმოსვლის გზა მაიდნის მოსახლეობას აკავშირებს, ერთი მხრივ, მარტვილის მუნიციპალიტეტთან და მეორე მხრივ, აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრთან. ასევე, ამ გზით ისარგებლებს სოფელ სამიქაოს, გეზათისა და გულუხეთის მოსახლეობა. პროექტის განხორციელების შემდეგ კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს 4000-მდე მოქალაქე. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 222 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშაოებს ასრულებს შპს „ინდიკო“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა