ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები საოლქო კომისიის შენობასთან იკრიბებიან

ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები საოლქო კომისიის შენობასთან იკრიბებიან. ისინი საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ამასთან ვადამდელი არჩევნებს მოითხოვენ.
"დღეს ყველა ოპოზიციური პარტია შევიკრიბებით იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ, ის უმსგავსობა, რომელიც ჩაიდინა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ, მთლიანად საქართველოში მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ზუგდიდზე ვართ ორიენტირებული, მივალთ მირანდა მესხის კაბინეტთან და მოვთხოვთ მას პასუხს იმ გაყალბებებზე, რამაც ძირეულად შეცვალა შედეგები. ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს მირანდა მესხს და ამ ხელისუფლებას იმ გაყალბებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს, აუცილებლად მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ბათლომე შელიამ.
მანამდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ქალაქში საინფორმაციო ბროშურები დაარიგეს და მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს.

























