„ლელო“-  ბათუმში "ლელოს" წევრებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბათუმში "ლელოს" წევრებს მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ირაკლი კუპრაძე აცხადებს, „ლელოს“ ბათუმის წევრებს ე.წ ხოფას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს.

"ოპოზიციის ლიდერებს „ხოფას ბაზრობაზე“ 8 ნოემბრის აქციის მოსაწვევების დარიგების დროს თავს დაგვესხნენ. "ქართული ოცნება" უკვე გადავიდა ქუჩაში ამგარიშგასწორების მეთოდებზე, დაშინებასა და ცემა-ტყეპაზე. ეს აგონია, რაშიც „ოცნება“ იმყოფება, ძალიან მალე უნდა დაასრულოს ქართველმა ხალხმა,"-აცხადებს კუპრაძე.

მისივე განმარტებით, მმართველმა გუნდმა ხალხს სახელმწიფო წაართვა.

"ჩვენ 31 ოქტომბერს წაგვართვეს არჩევნები, ხალხს წაართვეს საკუთარი ხმის ნება, პოლიციამ წაგვართვა და ახლაც ცდილობენ, წაგვართვან თავისუფლება", -განმარტავს კუპრაძე.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა