ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია დასრულდა

საპროტესტო აქცია, რომელსაც ზუგდიდში ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები მართავდნენ, დასრულდა. აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ საოლქო კომისიის შენობაზე სტიკერი გააკრა, რომელზეც თამარ ჟვანია და ცესკოს წევრები არიან გამოსახული და აწერია- "ხალხის ხმების ქურდები ციხეში".

აქციის მონაწილეები საპარალმენტო არჩევნების შედეგებს არ სცნობენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვდნენ.

ისინი ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა