ბათუმში აქტივისტებმა შენობებზე წარწერები „მე ვხვდები მიშას“, „არ დათმო“ გააკეთეს

"მე ვხდები მიშას", "არ დათმო", - ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა შენობებზე ამ შინაარსის წარწერები გააკეთეს. როგორც ცნობილია, დღეს 15:00 სააათზე ბათუმში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას გამართავენ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რადგან მიაჩნიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ტოტალურად გააყალბა.

























