ბადრი ჯაფარიძე - ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და მზად ვართ, ამ თემაზე ვაწარმოოთ დიალოგი მეორე მხარესთან

ძალადობა, მოსყიდვა, შანტაჟი, ყველაფერი რაც თან ახლდა ამ არჩევნებს, ასევე ტოტალური გაყალბება არჩევნების დღეს ნიშნავს იმას, რომ ამ შედეგების საფუძველზე არჩეული პარლამენტი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ის ვერ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნა, რასაც დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე კიდევ ერთხელ გააჟღერებს, პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარებაა, რაზეც პარტია მზად არის მეორე მხარესთან დიალოგი აწარმოოს.

„ე.წ. არჩევნები, რომელიც ჩატარდა 31 ოქტომბერს მისი შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას იმიტომ, რომ იქნა დამახინჯებული, არაფერს ვამბობ წინასაარჩევნო პროცესზე. ეს არ იყო სამართლიანი არჩევნები. ძალადობა, მოსყიდვა, შანტაჟი, ყველაფერი, რაც თან ახლდა ამ არჩევნებს, ასევე ტოტალური გაყალბება არჩევნების დღეს ნიშნავს იმას, რომ ამ შედეგების საფუძველზე არჩეული პარლამენტი არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, ის ვერ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ერთობის გზავნილი არის ის, რომ ერთად წარმოვადგენთ ქართველი ხალხის უმრავლესობას. იმ გაყალბებული შედეგების ფონზეც კი, ოპოზიციამ მიიღო ხმების უმრავლესობა. ამის უგულებელყოფა ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ თავის თავს გამოუტანს განაჩენს იყოს იზოლირებული და ქვეყანა ღრმა კრიზისში შეიყვანოს.

ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები და მზად ვართ ამ თემაზე ვაწარმოოთ დიალოგი მეორე მხარესთან.

თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის, ჩვენ პარლამენტის მანდატებზე უარს ვამბობთ. ჩვენი ამოცანა არ იყო პარლამენტში შესვლა, ჩვენი ამოცანა იყო გვემსახურა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ცესკო და „ქართული ოცნება“ ცდილობს დაუკეტოს ოპოზიციას გზა სამართლიანი სასამართლოსკენ. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, სასამართლო დღეს ოკუპირებულია.

„ლელო საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერები და აქტივისტები ზაარბრიუკენის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მიემართებიან და ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე არის დაგეგმილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა