ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია ბათუმშიც  მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში კრიმინალი გაიზარდა, ათობით გახმაურებული საქმე კი გამოუძიებელია.

მათ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში უნდა ჩატარდეს, რადგან 31 ოქტომბერს ოპოზიციამ "ქართულ ოცნებაზე" მეტი ხმა მოიპოვა.

აჭარის მთავრობის სახლთან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ ოპოზიციის მხარდამჭერები და 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს აპროტესტებენ, რადგან ფიქრობენ რომ არჩევნები გაყალბდა.

„ჩვენ უკან წასვლა არ გვინდა, აქ ძალიან ბევრი ადამიანი არის შეკრებილი და გაცილებით ბევრი მხარდამჭერია. პარლამენტში გვჭირდება ადამიანებზე ორიენტირებული დეპუტატები, რომლებიც ხალხზე იზრუნებენ. არ დავუშვებთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენას",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა