თინა ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილო, გაიგე შენი ხალხის ხმა, დრო 20:00 საათამდე გაქვს

ბიძინა ივანიშვილო, გაიგე შენი ხალხის ხმა, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ერთობის ეშინია. თინა ბოკუჩავამ აქციაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა ოპოზიციის მოთხოვნები.

„ივანიშვილმა ვერა და ვერ შეიცნო საკუთარი ხალხი, ვერა და ვერ გაიგო, რომ ქართველი ხალხი ამ უსამართლობას არ შეეგუება. არ შევეგუებით წართმეულ არჩევნებს, წართმეულ მომავალს და თავისუფლებას, ვიბრძოლებთ ბოლომდე.

აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ ხელახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ამის მისაღწევად გადავდგამთ ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ნაბიჯს. ჩვენ ვითხოვთ ნანა დევდარიანად ქცეულ თამარ ჟანიას გადაყენებას, ის გახდა გაყალბებული არჩევნების სიმბოლო. თამარ ჟვანია უნდა წავიდეს. ჩვენ ვითხოვთ ცესკოს და ყველა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებას ნორმალური პროფესიონალებით და არა არჩევნების გამყალბებლებით, რომლებმაც ელემენტარული არითმეტიკაც კი არ იციან და -7 ჯერ შესწორებულ ოქმებსაც ვერ სვამენ. ჩვენ ვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, იმ ბიჭების გათავისუფლებას, რომლებიც დაიჭირეს ნიკა მელიას შტაბიდან, ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომლის ძმა ნიკა რურუა ჩვენთან ერთად იდგა აქ რუსთაველზე და ჩვენთან ერთად იცავდა თავისუფლებას. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. ჩვენ ვითხოვთ აკაკი ხუსკივაძის და აკაკი კოპალაძის გათავისუფლებას, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა გუშინ დააკავა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ახსნეს გაყალბებული არჩევნების ანატომია. პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ბიძინა ივანიშვილო, გაიგე შენი ხალხის ხმა, შენ გაქვს დრო დღეს, 20:00 საათამდე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა