ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, მირიან ქათამაძე თავს კარგად გრძნობს და ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მათი ინფორმაციით, მერთან ახლო კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდნენ მერის თანაშემწე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მერი და თვითიზოლაციაში გადასული პირები დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში