ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

"ბიძინა წადი", - ამ მოწოდებებით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს თანამდებობებიდან წასვლისკენ მოუწოდებენ.

„საქართველის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში. ის უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, სხვანაირად შეუძლებელია. ქვეყანა მიდის უკან",- აღნიშნა აქციაზე მურმან დუმბაძემ.

აჭარის მთავრობის სახლთან, სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად აქცია აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი შენობის წინ გამართეს, მანამდე კი ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს.

კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
თენგიზ ფხალაძე - ბაიდენის ადმინისტრაცია „იალტისთვის“ არ ემზადება, ვაშინგტონში კარგად იციან რას მოასწავებს მსოფლიოსთვის რუსეთთან გავლენის სფეროებზე დათანხმება და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისთვის კარტ-ბლანშის მიცემა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2021
ვაჟა ბერიძე - პრობლემა გახარია არაა, პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე  და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე
მამუკა გონგაძე -  საერთაშორისო  ჩართულობა სიმბოლოების რეფორმას გვიადვილებს
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი - საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა