უჩხოს კანიონი კანიონინგის მოყვარულების მისაღებად მალე მზად იქნება

აჭარაში, უჩხოს კანიონზე ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრისას მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება მალე შეეძლებათ.

მათივე ინფორმაციით, უჩხოს მიმართულება არის პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში, რომელიც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს.

„კანიონის უსაფრთხოდ დალაშქვრაში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს სპეციალურად გადამზადებული ინსტრუქტორები დაეხმარებიან. მნიშვნელოვანია, რომ კანიონინგის ინსტრუქტორებად უჩხოს ხეობაში გიდები შეირჩნენ, რომლებმაც თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები სამეგრელოსა და უჩხოს ხეობაში გაიარეს.

პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. უჩხოს კანიონის მომზადებას კი ყველა საერთაშორისო სტანდარტის და გამოცდილების გათვალისწინებით, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის წევრი კლუბი ,,კანიონინგი საქართველო’’ უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო