ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს და კასრებში ცეცხლი დაანთეს

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე კარავი გაშალეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა კასრებში ცეცხლი დაანთეს. როგორც ისინი აცხადებენ, დაშლას არ აპირებენ და პროტესტის გაგრძელებას თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად გეგმავენ.

აქციის მონაწილეები ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებას და საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.

მათი განცხადებით, საქართველოში არჩევნები გაყალბდა და არ უნდა მოხდეს მისი კანონიერად ცნობა.

აქციაზე მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მიშა ბოლქვაძე აცხადებს, აქციაზე "ქართული ოცნების" მხრიდან პროვოკატორების მობილიზება ხდება, რომლებიც აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

მიშა ბოლქვაძე სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ პროვოკატორებისგან აქციის მონაწილეები დაიცვან და ტერიტორიაზე უსაფრთხოება უზრუნველყონ.

"ხელისუფლება ცდილობს პროვოკატორები შემოაგზავნოს. კომენტარის მიცემის დროს ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩვენ მშვიდად ვდგავრთ და მოპარულ არჩევნებს ვაპროტესტებთ. მოსახლეობამ ეს კარავი სახლიდან მოიტანა და გაშალა, იმისათვის, რომ არ დავიშლებით. პოლიციამ, უზრუნველყოს უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ ვალდებული ვართ, ოპოზიციის კანდიდატები ხალხის გვერდით ვიქნებით და უარს ვაცხადებთ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე", - განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

ცნობისთვის, დღეს 15:00 საათიდან, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის წევრები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ. აქცია მიმდინარეობს დედაქალაქშიც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა