ლევან ხაბეიშვილი პოლიციელებს - მეგობრებო, ბიჭებო, არ შეასრულოთ უკანონო, პარტიული დავალება - ჩვენ მშვიდობიანი მანიფესტანტები ვართ და თქვენ უკანონობას სჩადიხართ

მეგობრებო, ბიჭებო, არ შეასრულოთ უკანონო, პარტიული დავალება - ჩვენ მშვიდობიანი მანიფესტანტები ვართ და თქვენ უკანონობას სჩადიხართ , - ამ სიტყვებით ცესკოს შენობასთან მობილიზებულ სამართალდამცავებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა მიმართა.

ხაბეიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქი საქართველოში დამთავრებულია.

“ერთი რამ მინდა ვუთხრა პოლიციელებს, მათ შორის მათ, ვისაც ნიღბები და ჩაფხუტი აქვთ ჩამოფარებული: - მეგობრებო, თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, რომელთაც ამ დრომდე უკანონო არაფერი ჩაგვიდენია. თქვენ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დავალებას ასრულებთ. თქვენ იცავთ ქვეშაფსია ირაკლი კობახიძეს - ლაჩარს და ზუნტყლიანს. მთავარია არა ის, რას იტყვის ივანიშვილი და კობახიძე, არამედ მთავარია რას ამბობს კანონი“, - მიმართა შსს-ს თანამშრომლებს ლევან ხაბეიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა