აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება

აჭარის მთავრობის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები კარვებში იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, წუხელ, თბილისში განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების" საბოლოო კრახზე მიუთითებს და ბიძინა ივანიშვილის მმართველობა მალე დასრულდება.

შეკრებილების თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს.

„წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არ იყო აუცილებელი, მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცესკო-ს შენობასთან ფაქტობრივად მისული არ იყვნენ, ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების მიმართ გაუფრთხილებლად ძალა გამოიყენა. ადამიანები დაშავდნენ იმის გამო, რომ მოპარულ არჩევნებს „ქართულ ოცნებას" არ ვპატიობთ. ჩვენ აქ ვრჩებით და ვაგრძელებთ პროტესტს",- აღნიშნავენ აჭარის მთავრობის სახლთან მყოფი აქციის მონაწილეები

ცნობისთვის, ბათუმში საპროტესტო აქცია გუშინ, 15:00 საათზე, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

იხილეთ ვიდეო: აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიების წევრები აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა