ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში შაბათ-კვირის განმავლობაში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიჩიევას თქმით, გასული 2 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 93 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან ვირუსი 61-ს დაუდასტურდა.

„სექტემბრის შუა რიცხვებიდან დღემდე 1 282 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 172 პაციენტი გამოჯანმრთელდა,“- განაცხადა კოჩიევამ.

მისივე თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეგიონში კოვიდ 19-ს 20 ადამიანი ემსხვერპლა.

სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024