გორში, კვერნაკის დასახლების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

საქართველოს მასშტაბით წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები გრძელდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქალაქ გორში, კვერნაკის დასახლების სტაბილური წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

მათივე ცნობით, რეზერვუარი, რომელიც კვერნაკის დასახლებას წყლით ამარაგებს, 1965 წელს არის აგებული და მას შემდეგ ობიექტს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სრულად არის ამორტიზებული არსებული მილები, მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 8 საათით მიეწოდება.

“სამუშაოები ითვალისწინებს არსებული რეზერვუარის რეაბილიტაციას და ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას, გამრიცხველიანდება მოსახლეობა. პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც კვერნაკის დასახლებაში მცხოვრები 700-მდე ადგილობრივი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა