ბათუმში, ჟურნალისტებმა კოლეგების მხარდამჭერი აქცია გამართეს

ბათუმში, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა კოლეგების მხარდამჭერი აქცია გამართეს.როგორც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, გუშინ ცესკოსთან განვითარებული მოვლენების გამო, ჟურნალისტები და ოპერატორები დაშავდნენ.

ჟურნალისტები სამართალდამცავებს მოუწოდებენ, რომ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე იზრუნონ და მათი ჯანმრთელობა არ დააზიანონ.

"ახლა მნიშვნელოვანია, რომ აქციების გაშუქებისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე ყველა უწყებამ, ვინც არის პასუხისმგებელი პროცესებზე რეპორტიორების უსაფრთხოება დაიცვას. მნიშვნელოვანი არის ინფორმაციის გადაცემისას ჩვენი კოლეგების ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დაცული. გუშინ ვნახეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამიზნულად რეპორტიორებს ესროდნენ, რაც არ არის კარგი და მოვუწოდებ ძალოვან უწყებას, რომ ასე მუშაობა არ გააგრძელონ", - აცხადებს სამაუწყებლო კომპანია TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სულხან მესხიძე

ცნობისთვის, გუშინ ღამით ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ აქციის დაშლის დროს მედიის რამდენიმე წარმომადგენელი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა