ნიკა მელია - მეორე ტურის დროს გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ

მეორე ტურის დროს, მაშინ როცა მთელი „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება დიდი დარტყმა „ქართულ ოცნებაზე.“

მელიას განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს, რამხელა წინააღმდეგობაშია რეჟიმი ხალხთან.

„მეორე ტურებს რაც შეეხება, მარტო რომ ატარებენ, სავარაუდოდ, 21 ნოემბერს იქნება და ამასთან დაკავშირებით „გირჩს“ და ქალბატონ თაკო ჩარკვიანს აქვთ ძალიან კარგი იდეა, მაშინ, როცა მთელი „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ, ცოცხალ, მრავალმწკრივიან ჯაჭვში და ამით მსოფლიო დაინახავს, რომ ხალხი დგას გარეთ, აპროტესტებს და ძალდატანებით საჯარო მოხელეს ან აქტივისტს მიერეკებიან საარჩევნო უბნებზე, ესეც დიდი დარტყმა იქნება, იმაზე მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს მეორე ტური როცა იქნება, ვიდრე არჩევნებზე მიმსვლელი იქნება, ესეც ჭკუით გამარჯვება იქნება ამ უზნეო ხელისუფლებაზე“, - განაცხადა მელიამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ