ბათუმში, აქციის მონაწილეები 22:00 საათის შემდეგ დაშლას არ აპირებენ

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პროტესტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, ისინი 22:00 საათის შემდეგ დაშლას არ აპირებენ.

მირდატ ქამადაძის თქმით, გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა ინდივიდუალურად უნდა მიიღონ.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვას დაემორჩილებიან, მმართველი გუნდი რეგულაციებს უფრო გაამკაცრებს.

"მადლობა ამ მხნედ დგომისთვის და გაუტეხელობისთვის. როგორც ვიცით, ჩვენს თავისუფლებისთვის ბრძოლას, იმ მოპარული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლას ხელისუფლებამ 1000 უკანონო მეთოდი დაუპირისპირა. მათ შორის ერთ-ერთი არის 22:00 საათზე შემოღებული "კომენდანტის საათი", რომელიც წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას არა აქვს, კოვიდთან ბრძოლაში კავშირი.

ამ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, არცერთ მათგანს არ განუმარტავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რატომ უზღუდავენ ფუნდამენტურ უფლებას. თუ კოვიდი გუშინ 22:00 საათის შემდეგ არ იყო საშიში დღეს, რატომ ხდება საშიში? აქედან გამომდინარე, ჩვენ გუშინაც და დღესაც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ პირადად მე ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ვემორჩილები და ვაპირებთ დღეს 22:00 საათის შემდეგაც აქ ვიყოთ. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ინდივიდუალურად ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ბევრი ადამიანი, ამ განწყობით რჩება და არ ემორჩილება.

თითოეული ჩვენგანი თავისუფლებისთვის ვიბრძვით, თუ თქვენი გადაწყვეტილებით ზიანი არ ადგება სხვას - არა აქვს უფლება ჩაერისო თქვენს გადაწყვეტილებაში, აქედან გამომდინარე არც ხელისუფლებას აქვს უფლება ჩაერიოს - როდის შეხვალთ სახლში ან გამოხვალთ.

არც მე მივცემ უფლებას საკუთარ თავს, რომ მოგიწოდოთ დარჩეთ აქ თუ წახვიდეთ, ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მივიღოთ.

მართალია ჯარიმა მაღალია - 2000 ლარიანი, მაგრამ თავისუფლება უფრო ძვირია, თუ ჩვენ დავთმობთ თავისუფლებას აუცილებლად დაგვიწესებენ დიდ რეგულაციებს", - განაცხადა ქამადაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა