ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება 253 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან ვირუსი 52-ს დაუდასტურდა.

ამასთან, რეგიონში 7 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში ვირუსს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 4 772 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 55 ადამიანი გარდაიცვალა, 2 929 კი- გამოჯანმრთელდა.