აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს კონსტანტინე ანანიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" დაუდასტურეს.
კონსტანტინე ანანიაშვილი მკურნალობას კოვიდ კარანტინში აგრძელებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ასევე, კორონავირუსი კონსტანტინე ანანიაშვილის მოადგილეს, ირაკლი ჭედიშვილს გამოუვლინდა.