თელავში 70 პაციენტზე გათვლილი კოვიდ კლინიკა იმუშავებს

თელავში ხვალიდან 70 პაციენტზე გათვლილი კოვიდ კლინიკა იმუშავებს. როგორც კახეთის გუბერნატორი მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შიოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს უკვე აქვს ის რესურსი, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს სრული სამედიცინო მომსახურება ჩაუტაროს.

გარდა ამისა, ირაკლი შიოშვილის თქმით, თელავში ხვალიდან კიდევ ერთი, 100 ადამიანზე გათვლილი კოვიდ სასტუმროც იფუნქციონირებს.

შიოშვილის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რეგიონში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

"მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს, რამდენადაც ადგილობრივი ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმით ვმუშაობთ იმისათვის, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს", - განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.

რეგიონში ამ დრომდე მხოლოდ ლაგოდეხის არქიმედეს კლინკაში ხდებოდა 30 -მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის მკურნალობა. კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება, აქედან ყველაზე მეტი თელავში ფიქსირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა