ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება, რეაბილიტაცია უტარდება მამია ასათიანის ქუჩას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გზის ამ მონაკვეთზე გაკეთდა ახალი სანიაღვრეები, მოეწყო ტროტუარები, იგება ასფალტის საფარი.

მათი ინფორმაციით, სამუშაო პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა მოინახულა.

„მიუხედავად პანდემიისა და გარკვეული ტიპის შეზღუდვებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით“, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ცნობით, სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული ფირმა „გზამშენი 21“ ასრულებს, რისთვისაც 325 000 ლარია გამოყოფილი.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა