საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი მომხმარებლებს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას ლიმიტით - 2 000 აშშ დოლარს გადასცემს

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავტომობილების დაზღვევის მიმართულებით მომხმარებელს ბაზარზე არსებულ მინიმალურ ტარიფს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფიდან აცნობეს, მიმდინარე აქციის ფარგლებში, მსუბუქი ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში მინიმალურ ტარიფის გარდა, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას (TPL) - 2 000 აშშ დოლარის ლიმიტით.

მათი ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევის კუთხით მომხმარებლებს 2 მლნ ლარამდე ზარალი აუნაზღაურა, ხოლო 2020 წელს უკვე ანაზღაურებულია 1 მლნ ლარამდე ზარალი.

„ქონების, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე, მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანია Scor -ის (www.scor.com), გადზღვევით სარგებლობს.

რეიტინგულ გადამზღვეველ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტები უზრუნველყოფენ საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის სადაზღვევო პორტფელის საიმედოობასა და სტაბილურობას. ამასთანავე საშუალებას აძლევს კომპანიის კლიენტებს ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით. წინასწარი განაცხადის გასაკეთებლად შეგიძლიათ დარეკოთ: T: 22 44 111; 22 11 444“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო