ბათუმის საოლქო კომისიასთან ხმაური იყო

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაური იყო, სადაც კომისიის წევრებმა ბათუმის სამი საარჩევნო უბნის შედეგების შემაჯამებელ ოქმში ჩასწორება შეიტანეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, შემაჯამებელ ოქმებში ჩასწორება "ქართული ოცნების" წარმომადგენლის მითითებით განხორციელდა.

მათივე თქმით, ოქმში შესწორება საჩივრის მიხედვით არ მომხდარა.

"ოთხი ბიულეტენი ჰქონდა ბათუმელ ამომრჩეველს, აღმოჩნდა ისე, რომ პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს პროპორციული თუ მაჟორიტარული მიმართულებით, ამომრჩევლების რაოდენობა ერთმანეთისგან ამ უბნებზე შემაჯამებელ ოქმებში განსხვავდებოდა ერთი - ორი ადამიანით, მოხდა ამ ტექნიკური ხარვეზის გასწორება, რასაც არ სჭირდება ბევრი დრო",- აცხადებს ოლქის იურისტი ზვიად სურმანიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს