ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება 300 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან ვირუსი 59-ს დაუდასტურდა.

ამასთან, რეგიონში ვირუსს კიდევ 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 4831 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 56 ადამიანი გარდაიცვალა, 3 061 კი- გამოჯანმრთელდა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა