შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, ბრალდებული ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც მხარეები რეპლიკებით, ბრალდებულები კი საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე სათათბიროდ გავა განაჩენის გამოსატანად.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.