ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ზუგდიდში, სიჭინავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაო პროცესი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერა. მისი განცხადებით, წელს 70-მდე ქუჩა რეაბილიტირდება, რაც მოქალაქეებს კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

„ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვაგრძელებთ. გზების რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ", - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა უკვე განახლდა ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა