ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ოპოზიცური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც ოპოზიცური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრმა შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცათ.

„ჩვენი ერთი წარმომადგენელი საოლქოში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება. მან შეტყობინება გაუგზავნა საოლქო კომისიას და მიმართა თხოვნით, რომ მისი განსხვავებული აზრი დაეფიქსირებინა, რაც ვერა და ვერ მოხერხდა. კანონით, განსხვავებული აზრის დაფიქსირება არ იკრძალება. ხალხო, სად ვცხოვრობთ ჩვენ, ჩრდილოეთ კორეაში?!“- განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა დარეჯან ცხვიტარიამ.

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„ეს იყო ტექნიკური გაუმართაობის ბრალი. მხოლოდ ქალბატონი ნინო არ იმყოფება თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციაშია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ისიც ვერ დაესწრო. ონლაინ ჩართვა ვერ მოხერხდა. თუმცა, მისთვის იყო შეთავაზებული, შეეძლო სატელეფონო ზარის საშუალებით ჩართულიყო, რაც მან არ გააკეთა,“- განაცხადა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა გაწერელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო