იოსებ ხახალეიშვილი ზაზა ლომინაძესთან ერთად მრავალშვილიან დედებს შეხვდა

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მრავალშვილიან დედებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ქუთაისის ვიცე-მერი ირაკლი ქარქაშაძე და სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ მარგველაშვილი ესწრებოდნენ.

“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საარჩევნო ფორმატიდან გამომდინარე კანდიდატი საზოგადოებას საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე და იმ სოციალურ პრობლემებსა თუ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის. საუბარი ასევე შეეხო დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, პროტესტის არასწორად ფორმირებასა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისათვის.

"მრავალშვილიანი დედები საზოგადოების ის ნაწილია, რომელთა გაფრთხილება ჩვენი უპირველესი ვალია. მრავალი შვილის დედობა გმირობა იყო ყოველთვის და მით უმეტეს დღეს, როცა ცივილიზაცია ახალი გამოწვევებით, ეპიდემიებით, სოციალური პრობლემებითა და მთელი თავისი "საცდურებით“ გვიტევს. დღეს და ყოველთვის მათ სჭირდებათ ჩვენი დახმარება. ყველა დედას უნდა ჰქონდეს საშუალება შვილს მისცეს სათანადო განათლება, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე, ვინაიდან მოულოდნელად ჩვენ დავდექით რეალობის წინაშე, როცა საშუალო განათლების მისაღებად აუცილებელია ინტერნეტი. ყველა ბავშვს აქვს უფლება იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში. მერიაში ფუნქციონირებს კარგი სოციალური პროგრამები, რომელთა რაოდენობაც კიდევ უფრო გაიზრდება ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში. მხოლოდ სახელმწიფოს გვერდით დგომით შეძლებენ მრავალშვილიანი დედები ჯანსაღი თაობის გაზრდას ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის ძლიერი მომავლისთვის", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა