ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ორივე მათგანს გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების უკმარისობა აწუხებდა. შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.

მთლიანად, ამავე პერიოდში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი 67 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 4898-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში 166 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 3227-ს შეადგენს.

გუდაუთის საავადმყოფოში 94 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 21 პაციენტი, 25 მათგანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი 30 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, სადაც ერთი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. სოხუმში, მობილურ ჰოსპიტალში 39 პაციენტია მოთავსებული. მათგან 4-ის მდგომარეობა მძიმეა, 35-ის კი საშუალო სიმძიმის.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს