სოფელ ზემო ნატანების სასმელი წყლის სისტემის მოწყობას 4 მილიონი მოხმარდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლოების უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს. ამჯერად, წყალმომარაგების კომპანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემის მოწყობას გეგმავს.

„სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 17 ნოემბერს დასრულდება. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო. სამუშაოების ფარგლებში, სასმელ-საყოფაცხოვრებო და სამეურნეო წყალმომარაგების მიზნით დაგეგმილია ჭაბურღილების, რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა. სოფლის ისტორიაში პირველად მოეწყობა წყალმომარაგების ცენტრალიზებული ქსელი. სამუშაოების შედეგად ნატანების მოსახლეობა, ჯამში 2100 ადამიანი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო