ნათია თურნავას ინფორმაციით, საკრედიტო - საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დაზუსტდა დებულება, რომელიც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვას საკრედიტო - საგარანტიო სქემაში. მინისტრის განცხადებით, ინდმეწარმეებსა და კომპანიებს, რომელებიც სარგებლობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებით, ასევე შეუძლიათ ჩაერთონ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში.

„ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდმეწარმეებისთვის და მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ,“ - განაცხადა მინისტრმა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025