წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასრულების შემდეგ დარჩენილი თანხა (წარმოქმნილი ეკონომია) წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენას მოხმარდება. კერძოდ, უწყების განცხადებით, დაგეგმილია მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის, კურორტ სქურთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის, ქალაქ წალენჯიხის გარე განათების მოწყობის და საგზაო ნიშნების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვა.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები 2021 წელს განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობისთვის არსებული პირობების გაუმჯობესებას",-აღნიშნავენ სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა