ბადრი ჯაფარიძე აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე - დღეს ჩვენ პოზიციები დავაფიქსირეთ და შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე - მოთხოვნები აბსოლუტურად იგივეა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელი რჩება.

მისი თქმით, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა, ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.

„ჩვენ დამატებით შევთანხმდებით შემდგომი შეხვედრის დროზე. მოთხოვნები აბსოლუტურად იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს. აი, ეს იყო დღევანდელი შეხვედრა. დღეს ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, სხვა არაფერი, მაგრამ შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე. დღეზე და დროზე დამატებით შევთანხმდებით “,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა