„გორმედმა" კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო

ინფიცირების მაღალი მაჩვენებლისა და არსებული ეპიდვითარების ფონზე, „გორმედმა" კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებითი საწოლფონდი გამოყო.

დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ქსელ ,,გორმედს", გორისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში, 176 პაციენტის მიღება შეუძლია (გორში - 86, ხაშურში - 90).

,,გორმედის" ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კოვიდკლინიკების საწოლფონდი სრულადაა ათვისებული. ინფიცირებულთაგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. გორის კოვიდკლინიკაში 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ხაშურის კლინიკაში კი, მართვითი სუნთქვის აპარატზეა 8 პირი.

გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი, 81 და 86 წლის ასაკის.

„გორმედის" ქსელის გორისა და ქარელის კლინიკები არაინფექციური პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისების უწყვეტობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

„,გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში სხვა ამბულატორიული თუ სტაციონარული სერვისების მიწოდება პაციენტების მკაცრი ზონირების დაცვით გრძელდება. ინფიცირებული და არაინფიცირებული პაციენტების უსაფრთხო ტრიაჟისთვის სამედიცინო ცენტრში გამოყოფილია დამოუკიდებელი შესასვლელები, საოპერაციო ბლოკები და ერთმანეთისგან გამიჯნული საპალატე სივრცეები", - აცხადებენ სამედიცინო ქსელის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა