დავით შერაზადიშვილმა დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

დაბა კაზრეთში წლების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება. დაბაში ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის დაგებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გზა 3,100 მ2 ტერიტორიაზე მოეწყო. ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ასფალტის დასაგებად პირველადი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ობიექტზე ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც.

„კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.

დაბა კაზრეთში შიდა გზების მოწყობისთვის 830 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები „რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა