საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური იყო. აქტივისტების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა, მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.

სამოქალაქო აქტივისტები ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას გეგმავდნენ, რის გამოც ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ორი პირი, მათ შორის ერთი ვეტერანი ფეხბურთელი ლევან ცქიტიშვილი იყო.

„ისინი იყვნენ ამ დარბევის ორგანიზატორები და დაიწყეს ჩვენზე ძალადობა. შემდეგ მათ აყვნენ ფედერაციის თანამშრომლები. 10-12 კაცი იყო და გამატებით გვცემდნენ. ჩვენ შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. მინდოდა, რომ ფედერაციაში შევსულიყავი და ბატონი კობიაშვილისთვის წიგნი გადამეცა, რაზეც განმიცხადეს, რომ კანცელარია დაკეტილია და ზოგადად ფედერაცია არ მუშაობს. ამ დროს თვითონ გამოვიდნენ ფედერაციიდან და ვკითხეთ ისინი რატომ იმყოფებოდნენ იქ, თუ ფედერაცია არ მუშაობს. ამ შეკამათების მერე ცქიტიშვილი იყო პირველი ვინც ხელი დაარტყა ერთ-ერთ აქტივისტს. შემდეგ დაიწყო დარბევა“, - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

იხილეთ ვიდეო:"ხელი ვის დაარტყი, ბიჭო?" - ფეხბურთის ფედერაციის წევრები და ფედერაციასთან გამართული აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ