დავით ერემეიშვილი - მალე ქუთაისელებს ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება

ქუთაისში ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტოპარკი სულხან-საბას გამზირზე შენდება, სადაც ერთდროულად 60 ავტობუსი განთავსდება. ამ ეტაპზე ტერიტორიაზე ბეტონის დასხმა მიმდინარეობს.

სამუშაოები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ქუთაისს მუნიციპალური ავტოპარკი ათწლეულებია არ ჰქონია. ახალი, თანამედროვე, კომფორტული ავტობუსები ჩვენი ქალაქისთვის უკვე შეძენილია. მალე დასრულდება ავტოპარკის მშენებლობაც და ქუთაისის ქუჩებში ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს”, - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „სქაი ჰაუსი“ ასრულებს, რისთვისაც 2 643 000 ლარი იხარჯება. მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკი ავტობუსების პირველ ნაკადს თვის ბოლოს მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო