დავით ჭიჭინაძე - თუ მართლა ვინმეს ჰქონდა პირადი დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“, მე ვარ, სწორედ მე დავიწყე „ოცნების“ ნგრევა

თუ მართლა ვინმეს ჰქონდა პირადი დაპირისპირება „ ქართულ ოცნებასთან“, მე ვარ, სწორედ მე დავიწყე „ოცნების“ ნგრევა“, - ამის შესახებ "დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. დავით ჭიჭინაძე გუშინ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიიდან რამდენიმე წარმომადგენლისთვის უნდა შეეთავაზებინათ შეხვედრაზე დასწრება.

„ჩვენი უფროსი არავინ არ არის ქართველი ხალხის გარდა! ქართველი ხალხის 52 %-მა, კი “ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა და ამ ადამიანებს პატივისცემა სჭირდებათ. ისიც ფაქტია, რომ 60 პარტიის წარმომადგენელს ნამდვილად არ დაუძახებდნენ ელჩებთან შეხვედრაზე, მაგრამ ის მაინც შემოეთავაზებინათ, რომ თუნდაც ერთი-ორი ადამიანი ყოფილიყო ჩვენი წარმომადგენელი და ინტერესების დამცველი. წინააღმდეგ შემთხვევაში რა გამოდის, კობახიძისეულ პირად გადაწყვეტილებას, ჟვანიას ბუღალტერიას აღიარებს ყველა?! ვიღაცას მეტად გაუყალბეს და ვიღაცას ნაკლებად და ესენი უნდა შევიყვანოთ და ესენი -არა?! ასეთი დაყოფა ხომ პოლიტიკური ელიტის გაბანძებას უფრო ემსახურება! მითუმეტეს, რომ თუ მართლა ვინმეს ჰქონდა პირადი დაპირისპირება „ოცნებასთან“, მე ვარ და სწორედ მე დავიწყე „ოცნების“ ნგრევა, რაც პირდაპირ აისახა კიდეც ჩემი შედეგების განულებაში. არც ის არის სწორი მიდგომა, რომ ელჩებთან მიმართებაში პირში წყალი უნდა დავიგუბოთ და ხმის გაღება ვერ გავბედოთ, რადგან არავინ არის ჩვენი უფროსი ქართველი ხალხის გარდა!“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა