გორის მერიის მიერ თანადაფინანსებული კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი დასრულდა

სკრის დევნილთა დასახლებაში ,,ისწავლე წარმატებისთვის’’ ფარგლებში პროექტის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტი ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბეთლემმა’’ სკრის თემში მცხოვრები 25 დევნილი და სოციალურად დაუცველი მოსწავლე-ახალგაზრდისთვის განახორციელა.

პროექტი გულისხმობდა ტრენინგებს პროექტების წერის, ღონისძიებების დაგეგმვისა და პრეზენტაციის, ფონდების მოძიებისა და გუნდურობის შესახებ, ასევე, პრაქტიკულ სწავლებას თექის, ქარგვის, კრაფტის, კულინარიისა და კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით. ,,დასკვნით ეტაპზე დაგეგმილი აქტივობები - საინფორმაციო-შემეცნებითი ვიზიტები გორის მუნიციპალიტეტის პროფესიულ სასწავლებლებსა და მოქმედ საწარმოებში კორონა ვირუსის გავრცელების გამო აღარ განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო არაფორმალური განათლების ფარგლებში 12-17 წლის მოტივირებული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა პროფესიების შესახებ ინფორმირება, რაც მათ შემდგომში საკუთარი კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო