ჩინეთის საგარეო უწყება - ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ძირს უთხრის ჩინეთის ძირითად ინტერესებს, ჩვენი მხრიდან მკაცრი კონტრშეტევა მოჰყვება

ჩინეთი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ძირს უთხრის მის ძირითად ინტერესებს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვონ ვენბინმა განაცხადა, რითაც ტაივანის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს კომენტარს გამოეხმაურა.

ვენბინმა განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და რომ პომპეო კიდევ უფრო აზიანებს ჩინეთ-აშშ -ს ურთიერთობებს.

„მთელი სერიოზულობით ვეუბნებით პომპეოს და მის მსგავს პირებს, რომ ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ძირს უთხრის ჩინეთის ძირითად ინტერესებს და ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევას წარმოადგენს, ჩინეთის მხრიდან მკაცრი კონტრშეტევა მოჰყვება”, - განაცხადა ვონ ვენბინმა.

ჩინეთის საგარეო უწყების პროტესტი პომპეოს გუშინდელ ინტერვიუს მოჰყვა, რომლის დროსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ „ტაივანი ჩინეთის ნაწილი არასდროს ყოფილა.“

ტაივანის საკითხს ჩინეთი ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ და მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს აშშ-სთან ურთიერთობებში. აშშ-ის მიერ ტაივანისთვის სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენა, მათ შორის იარაღის მიყიდვა, პეკინის უკმაყოფილებას იწვევს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს