საგარეჯოში, სოფელ მანავის წყლის სისტემის მოწყობას 10 მილიონი მოხმარდება

საგარეჯოში, სოფელ მანავის წყლის სისტემის მოწყობას 10 მილიონი მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. დაგეგმილი პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 10 მილიონ ლარზე მეტია. გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.

„დღეის მდგომარეობით სოფელ მანავში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობა წყალს წყაროებიდან და ჭაბურღილებიდან იღებს.

დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, კორპუსების შიდა ქსელის მოწყობას და გამრიცხველიანებას.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 25 თვეში უნდა დაასრულოს. რის შემდეგაც 4000-ზე მეტ ადამიანს სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად